ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთიანი დასახლებების მედეგობის ჩამოყალიბება კრიზისების მიმართ ალპებსა და კავკასიაში | ReMoDe

მთიანი დასახლებების მედეგობის ჩამოყალიბება კრიზისების მიმართ ალპებსა და კავკასიაში | ReMoDe

1 აპრილი, 2024

მთიანი დასახლებების მედეგობის ჩამოყალიბება კრიზისების მიმართ ალპებსა და კავკასიაში | ReMoDe
  • დაწყების თარიღი 1 აპრილი, 2024

ReMoDe პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთაში ტურიზმის განვითარების თანმხლები გამოწვევების ფონზე, დასახლებების კრიზისების მიმართ მედეგობის გაძლიერება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გაერთიანდა კავკასიისა და ალპური რეგიონების აკადემიური ინსტიტუტები, კერძოდ, ინსბრუკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები. ამ პროცესში საფუძველი ჩაეყრება აქტიურ თანამშრომლობას ორი მთიანი დასახლების დესტინაციის მართვის ორგანიზაციასთან: შანლენდი (მესტია, საქართველო) და კაუნერტალი (ტიროლი, ავსტრია).

თანამშრომლობის ფარგლებში, საწყისი ეტაპიდან იქნება უზრუნველყოფილი მთიანი დასახლებების დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა. ამ მიზნით, კვლევის მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელდა სამეცნიერო ლიტერატურის სისტემური მიმოხილვა, რასაც დაეყრდნობა შემდგომი ინსტიტუციური ანალიზი და გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან მონაწილეობითი შეხვედრები. აღნიშნული უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებების, მოსაზრებებისა და აღქმების სიღრმისეულ შესწავლას.

პროექტის მიზანია შეიმუშაოს მთიანი რეგიონების მედეგობის ინდექსი, რომელიც გააერთიანებს დასახლების განვითარების მიმართულებების სხვადასხვა ინდიკატორებს. მედეგობის ინდექსი შემუშავდება დაინტერესებული მხარეების რამდენიმესაფეხურიანი უკუკავშირის საფუძველზე, რაც გამოიხატება, მათი როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ კვლევაში აქტიური მონაწილეობით. ამ ყოველივეს შედეგად, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხორციელდება პირველადი ინდიკატორების ვალიდაცია, რათა ერთობლივად შეიქმნას მთიანი დასახლებების მედეგობის ინდექსი. აღნიშნულის ფარგლებში ჩამოყალიბდება მედეგობის ციფრული მონიტორინგის პლატფორმა (Digital Monitoring Resilience Platform (DRP)). დაინტერესებული მხარეები DRP პლატფორმას გამოიყენებენ დასახლებების მედეგობის დონისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების განსაზღვისათვის.

პროექტის ფარგლებში გენერირებული ემპირიული ცოდნის გაზიარება მოხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტების სადოქტორო სკოლებს შორის.
აღნიშნული უზრუნველყოფს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტებს შორის აკადემიური კავშირების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მკვლევრები, პროექტის ძირითადი გუნდის წევრებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვებიან ორივე შესასწავლი მთიანი დასახლების საველე სამუშაოებში.

The project is funded by the Austrian Partnership Programme in Higher Education and Research for Development – APPEAR. APPEAR is a programme of the Austrian Development Cooperation and is implemented by the OeAD.

ფოტო გალერეა